მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში covid-ის შემთხვევების გამო 2 ბაღი დაიხურა - ბაღების სააგენტო

615d99c1d6858
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 16:52
1816
თბილისში, ბაღების მუშაობის განახლებიდან მესამე დღეს 45-ე და მე-100 საბავშვო ბაგა-ბაღი კოვიდ-19-ით ინფიცირების გამოვლენის ფაქტების გამო დაიხურა. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით ორივე შემთხვევაში, ვირუსი აღსაზრდელებს დაუდასტურდა.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები.

რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არა ერთი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა 2 საბავშვო ბაღი. ორივე შემთხვევაში, ვირუსი დაუდასტურდა აღსაზრდელს“, - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები