მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების" პრეზენტაცია გაიმართება

5754034bac787
BM.GE
05.06.16 14:44
1679
თბილისში 10 ივნისს, "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების" პრეზენტაცია გაიმართება. გაერთიანება შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის ღირსეულად წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად საქართველოში, რომლებიც აირჩევიან კომპანიების მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების ასამაღლებლად, მათი ცოდნის, უნარების და გამოცდილების გამოყენებით.
 
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის თებერვალში ცვლილებები შეიტანა კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ (ძალაშია 2016 წლის 15 მაისიდან), რომლებიც ითვალისწინებენ „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას. ამ ცვლილების მთავარი მიზანია ამაღლდეს კორპორატიული მართვის კულტურა და სტანდარტები ქართული კომპანიების გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების გზით.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები