თბილისში დენის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრი იქნება.
სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ასეთია:
- 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით 31.647 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 19%;
- 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) ტარიფი 5.329 თეთრით 35.261 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 18%;
- 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრამდე 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) ასევე 5 თეთრით 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;
ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.




























