მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების ₾244-მილიონიან პროექტს ₾15 მლნ ემატება

დევნილების კორპუსები მშენებლობა

თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" მიმდებარედ, ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2,400 ოჯახისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ უბანს აშენებს. პროექტის ღირებულება 244 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა მას კეთილმოწყობისთვის 15 მილიონი ლარი ემატება.

ტენდერი ახალი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო კომუნიკაციის, სანიაღვრე არხისა და სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 2024 წლის 21-26 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.

11 კორპუსისგან შემდგარ ახალ უბანს სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-მა მასთან კონტრაქტი 2023 წლის თებერვალში გააფორმა. პროექტი 2,400 ბინის აშენებას ითვალისწინებს, შესაბამისად, ბიუჯეტს ერთი ბინის გადაცემა კეთილმოწყობის ხარჯების გათვალისწინებით საშუალოდ 107,682 ლარი უჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები