თბილისში დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა - ამის შესახებ კოლიერს ჯორჯიაში აცხადებენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბიზნესისთვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა 1000 კვადრატზე მეტი საოფისე ფართების მოძიება. თუმცა, ამგვარი ფართების პოვნა საკმაოდ რთულია. მიზეზი ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების შეზღუდული რაოდენობაა. პარალელურად, უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ შედარებით მცირე ფართების იჯარასა და ყიდვაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც მათი განმარტებით, ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება. რა ტენდენციებია კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე?