თბილისში დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა. კოლიერს ჯორჯიას ინფორმაციით, კომპანიების ნაწილი ფართოვდება, შესაბამისად, ბიზნესისთვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა 1000 კვადრატზე მეტი მოცულობის საოფისე ფართების მოძიებაა. თუმცა, ბიზნეს ცენტრებში დიდი საოფისე ფართების დეფიციტი ნარჩუნდება. პარალელურად ამისა, უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ შედარებით მცირე ფართების იჯარაზე მოთხოვნა პირიქით, შემცირდა, რაც მათი განმარტებით, ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება. რა ტენდენციებია კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე.