მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში E-Motors Georgia-ს განახლებული შოურუმი გაიხსნა

თბილისში E-Motors Georgia-ს განახლებული შოურუმი გაიხსნა
21.10.25 09:06
488

დაარსებიდან წელიწად-ნახევარში, კომპანია E-Motors Georgia, რომელიც ქართულ ბაზარზე ჩინურ პრემიუმ საავტომობილო ბრენდებს წარმოადგენს, ამიერიდან მომხმარებლებს ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში უმასპინძლებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განახლებულ სივრცეში სტუმრობა სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იქნება ყველასთვის, ვინც თანამედროვე ავტოინდუსტრიით არის დაინტერესებული.

ახალი ავტო ცენტრი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში დაათვალიეროს, შეადაროს და შეარჩიოს ხუთი ბრენდის — IM Motors, Jetour, Forthing, AIQAR და HONGQI— სასურველი მოდელი. კომპანიის პორტფელი სხვადასხვა კლასის ავტომობილს აერთიანებს. ხელმისაწვდომია როგორც შიგაწვის ძრავიანი, ისე ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ვერსიები.

შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილები სრულად ჰპასუხობს ქართველი მომხმარებლის მოლოდინებს, ერთი მხრივ, გათვალისწინებულია ადგილობრივი გზებისა და კლიმატის თავისებურებები, მეორე მხრივ კი, თანამედროვე მოთხოვნები კომფორტის, ტექნოლოგიებისა და დახვეწილი დიზაინის მიმართ.

E-Motors Georgia-სთან თანამშრომლობა ახალი ავტომობილის შეძენით არ სრულდება — კომპანიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გაყიდვის შემდგომ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, შოურუმისგან განსხვავებით, ტექნიკური სერვისცენტრი მუშაობას კვლავ ძველ, მომხმარებლისთვის ნაცნობ მისამართზე, აკაკი ბელიაშვილის 45ბ ნომერში განაგრძობს, სადაც მომხმარებელს პროფესიონალურ მომსახურებასთან ერთად კომფორტული მოსაცდელი სივრცეც დახვდება.

ტექნიკურ მხარდაჭერას კიდევ უფრო ამყარებს მწარმოებლის გარანტია, რომელიც შოურუმში შეძენილ ყველა ავტომობილზე გავრცელდება. მოდელის მიხედვით, საგარანტიო პერიოდი 3-დან 6 წლამდე ან 100 000-დან 200 000 კილომეტრამდე განისაზღვრება და სრულ ტექნიკურ მომსახურებასა და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.

E-Motors Georgia უკვე ელოდება მომხმარებლებს გაფართოებულ ავტო ცენტრში, სადაც ისინი კომფორტულ გარემოში შეძლებენ ავტომობილების სრული ასორტიმენტის დათვალიერებასა და სასურველი მოდელის შერჩევას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები