მისი განმარტებით, პრიორიტეტი იმ უბნებს მიენიჭება, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე ხშირი იქნება.
„ჩვენ მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge , 11 თებერვლიდან დაიწყო ფუნქციონირება და მოთხოვნების მიღება ელექტრო დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით უკვე დავიწყეთ. ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, განცხადების საფუძველზე მოგვმართავს და ამის შემდეგ დამტენს სხვადასხვა ქუჩებზე დავამონტაჟებთ“, - განმარტავს მერი.
მისი განცხადებით, ვებგვერდზე უკვე 40-მდე განაცხადია შემოსული და კონკურსი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, 2 კვირაში გამოცხადდება.
„ავტომობილის ელექტროდამტენები იმ უბნებში დამონტაჟდება, საიდანაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა. ეს პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, 11 თებერვლის შემდეგ 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ დამტენების დაყენებას. 2 კვირის ვადაში გამოვაცხადებთ კონკურსს კერძო კომპანიის შერჩევის მიზნით და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება შემოსული მოთხოვნების დაკმაყოფილება", - განაცხადა კალაძემ.

























