მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ელექტროენერგია გაძვირდა

5a436f7c19565
დავით ჯალაღონია
27.12.17 13:57
1833
თბილისში ელექტროენერგია დაახლოებით 1.5 თეთრით გაძვირდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფები დადგინდა: 0 კვტ.სთ-დან 101-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გადასახადი 14.544 გახდა, 101-დან 301-ის ჩათვლით - 18.556, 301-დან კი 23.04. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 16.110 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.882 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.319 თეთრს. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

ცნობისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ აბონენტები ელექტროენერგიის გადასახადს დამატებული ღირებულების გათვალისწინებით იხდიან, bm.ge დღგ-ის ჩათვლით გთავაზობთ სემეკის მიერ ახლად დადგენილ ტარიფებს, თუმცა კომისია საკუთარ დადგენილებაში ტარიფებს დღგ-ის გარეშე ანგარიშობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები