სემეკის სხდომაზე განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისში დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს ტარიფი იქნება 23.5 თეთრი.