მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის - IDFI

პარკირება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2018-2024 წლებში თბილისის საპარკინგე პოლიტიკა მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც, თბილისში ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, ხოლო მოწყობილი საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს. საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოსური პარკირების დინამიკას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას უპირისპირებს.

2018-2023 წლებში ქ. თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12,754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10,217 ადგილით.

2024 წლის მდგომარეობით, თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის. ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა +31%-ით გაიზარდა (+152,482 მანქანა), ხოლო პარკირების ადგილი -11%-ით შემცირდა (-3,175 ადგილი).

თბილისში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების და პარკირების ადგილების დინამიკა შემდეგია:

IDFI მიიჩნევს, რომ თბილისში არსებული პარკირების სისტემის გამოწვევების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარების სათანადო სტრატეგიის არსებობა და საჭირო ფინანსური რესურსის ამ მიზნით გამოყოფა. პარკირების სისტემის განვითარების გარკვეული ხედვა წარმოდგენილია თბილისის 2023-2043 წლების სატრანსპორტო გეგმაში, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე მეტად, ყურადღება გამახვილებულია დამატებითი მოსაკრებლების შემოღებასა და ამ გზით ავტომობილით მგზავრობის შემცირების მიზნის მიღწევაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები