თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის- ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა +31%-ით გაიზარდა, ხოლო პარკირების ადგილი -11%-ით შემცირდა. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც idfi თბილისის მერიისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა ამის პარალელურად თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არის. რა შეიცვალა ქალაქში ბოლო 5 წელიწადში პარკირების თვალსაზრისით, რა ძირითადი გამოწვევებია ამ მიმართულებით და რა გეგმა აქვს თბილისის მერიას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით?