მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, ერთ თვეში, 2381 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა

5c5556627515f
BM.GE
02.02.19 12:34
1039

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებთან დაკავშირებით სტატისტიკას ავრცელებს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სხვადასხვა უბანში, კომპანიის სპეციალისტებმა 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

"თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახსა და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან", – აღნიშნავენ კომპანიაში.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი (750 ერთეული) კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სპეციალისტებმა ნაძალადევის რაიონში მოიძიეს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ აკრძალულ, ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები