მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა

5b3f1ae18daf0
BM.GE
06.07.18 11:29
562
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ“-ში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა. ეს ევრაზიის რიგით მერვე უროონკოლოგიური კონგრესი იყო და თბილისში იგი საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის თაოსნობით ჩატარდა.

ღონისძიებაში 20 ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, ისრაელი, ბელგია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია, მოლდავეთი, აშშ და ასე შემდეგ. კონგრესში მონაწილეობა საქართველოს 19 კლინიკის წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის წამყვანი ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი იყო.

კონფერენციის მიზანი უროონკოლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება უპრეცენდენტო მულტიდისციპლინარული მიდგომითაც გამოირჩეოდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თანამედროვე მედიცინაში.

სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში განხილული და გაანალიზირებული იქნა თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიცაა: პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, სათესლე ჯირკვლის კიბო და სხვა. ღონისძიებას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გარდა იმისა, რომ ქართველი ექიმების ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება, ასევე ასაბუთებს და ხაზს უსვავს საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები