მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ფიჭვები მასობრივად ხმება

5b61c018bd2fe
ნინი ლონგურაშვილი
01.08.18 18:22
2345
„თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების 90 % გამხმარია. პრობლემა, რომელიც ხეების ხმობას ეხება, მასშტაბურია და საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული“, - ინფორმაციას BMG - სთან თბილისის მერიაში ადასტურებენ.

„ხმობის მიზეზი ძირითადად ხეების რესურსის ამოწურვაა. დედაქალაქში და მის შემოგარენში არსებული ფიჭვები ხელოვნურად არის გაშენებული, რომელიც 50-იან წლებში დაირგო და მისი სიცოცხლისუნარიანობა 50-60 წელია. შესაბამისად დედაქალაქში არსებულ ფიჭვებს სიცოცხლის რესურსი ამოწურული აქვთ და ამიტომაც ხმებიან, ჩვენი მხრიდან კი ჩარევა ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, რადგან მცირედ დაავადებასაც კი ვერ უმკლავდება ასეთი ასაკის ხე. საკითხზე ახლაც ვმუშაობთ სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად, საშემოდგომო დარგვებისთვის უკვე შევისყიდეთ გარკვეული რაოდენობის იტალიური ფიჭვი, ვაპირებთ დამატებასაც, თუმცა არ გამოვრიცხავთ რომ გამხმარი ფიჭვების ადგილას სხვა ჯიშის ხეები დავრგოთ.“ - აცხადებს BMG - სთან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები