მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარებას სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

5a9f85c7cf8ab
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.18 10:21
12045
თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ღამის ეკონონიკის განვითარებას არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებში, სადაც დღეს აქტიურობა ნაკლებად შეინიშნება.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

კახი კალაძის თქმით, ეს მიმართულება მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მუშაობა ამ კუთხით აქტიურად დაიწყება.


ფოტო: რეიტინგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები