მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა

63edfb77ce33e
BM.GE
16.02.23 13:49
4701
დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემის შესაბამისად, უკვე უზრუნველყო შუქნიშნების გადაწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და საგზაო მონიშვნების დახაზვა", - იტყობინება თბილისის მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები