მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში გამწვანებული ტერიტორიებისთვის განახლებული სარწყავი სისტემა მოეწყობა

5b18ccf63b424
BM.GE
07.06.18 10:12
696
თბილისის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამწვანებული ტერიტორიებისთვის სარწყავი სისტემა მოეწყობაზე დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერია ტენდერის საშუალებით გამოავლენს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გათვლებით, ქალაქს წლის ბოლომდე განახლებული სარწყავი სისტემა უნდა ჰქონდეს.

ანგარიშსწორება 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით მოხდება.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს აღნიშნული სამუშაო. ასევე, სამუშაოების დასრულებისას კომპანიამ უნდა უზრუნველყოს წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები