მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში GEELY NEV Centre Georgia გაიხსნა

1 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა. „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ მიერ განხორციელებული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 28 მილიონ ლარს შეადგენს და ის საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს უკავშირდება. ახალი ცენტრი მომხმარებლებს Geely-ს უახლეს ელექტრო და ჰიბრიდულ მოდელებსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის გეგმებშია საქმიანობის გაფართოება და დასავლეთ საქართველოში ახალი ფილიალის გახსნაც. რას ნიშნავს Geely-ს შემოსვლა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე, როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები და რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარს?

სტუმარი: საბა ჩოჩელი - Chocheli Investment Group-ს მმართველი პარტნიორი, GEELY NEV Centre Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები