მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გერმანული კომპანიის Arvato ოფისი გაიხსნა

5853c7b3d15c3
BM.GE
16.12.16 14:33
2629
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილთან ერთად , გერმანული კომპანია Arvato-ს ოფისი გახსნა. "არვატო“ საერთაშორისო სერვის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, ინტეგრირებული მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების მიმართულებით ემსახურება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიის ფილიალის გახსნა სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ოფისში გახსნისთანავე 130 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ, რომ უახლოეს თვეებში 500-მდე გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი. მნიშვნელოვანია გერმანული მენეჯმენტი, ასევე მნიშვნელოვანია ის მიდგომები რა მიდგომებითაც ეს კომპანია ჩვენს ბაზარზე იმუშავებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ჩვენ ჩამოსვლამდე შევისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი და აღმოვაჩინეთ ის შესანიშნავი გარემო პირობები, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებას“,-განაცხადა კომპანია „Arvato”-ს წარმომადგენელმა მათიას მიულერმა.

ოფისის გახსნას გერმანული კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი პარტნიორები ესწრებოდნენ.