მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ღია კაფე-ბარების დოკუმენტაციის კანონიერებას ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის

5b3c6bab50f02
მეგი კავთუაშვილი
04.07.18 10:36
725
დედაქალაქის იერსახის შენარჩუუნების მიზნით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ღია კაფე-ბარების კონტროლს ახორციელებს. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვისა და არქიტექტურის სამსახურს.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ რომ დამახინჯდეს ქალაქი. ბორდიურებზე შეუძლებელია გადაადგილება, აღარაფერს ვამბობ შშმ პირებზე და ეტლით მოსარგებლეებზე, გადაადგილება შეუძლებელია. ზედამხედვეობის სამსახურს მინდა კიდევ ერთხელ მინდა დავავალო რომ აქტიური კომუნკაცია ჰქონდეთ ამ ადამიანებთან. მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ვისაც კაფე ბარები აქვს ისინი ზრუნავენ სხვა მიმართულებით, ეს დასაფასებელია და ჩვენი მხირდან მხოლოდ თანადგომა იქნება რომ ეს მიმართულება განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, შესაბამისად იმოქმდეთ“, - მიმართა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები