მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში “გლობალ ავტოიმპორტის” კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა – კომპანიის გეგმები

5f8dcd2502b8e
თათია კაკიაშვილი
19.10.20 22:41
931
თბილისში „გლობალ ავტოიმპორტის“ კიდევ ერთი ფილიალი საბურთალოზე, ცინცაძის #14-ში გაიხსნა. ამ სიახლეს კი წინ ახალციხის ოფისის გახსნა უსწრებდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

“გლობალ ავტოიმპორტი” იმ მცირე კომპანიათა შორის არის, რომელმაც პანდემიის პირობებში განვითარება არ შეწყვიტა. მისი დამფუძნებლის, ვანო ბიჩინაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში 50-მდე პირი უკვე დაასაქმა. ბიჩინაშვილი ამბობს, რომ კომპანიის ზრდასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკაში და თითოეული ახალი თანამშრომლის ოჯახში დოვლათის შეტანა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„პანდემიის პერიოდში, როცა ჩვენს ქვეყანას უჭირს და, ზოგადად, რეგიონში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ კი არ გავათავისუფლოთ თანამშრომლები, პირიქით, ახალი კადრები დავასაქმოთ და ამით დოვლათი შემოვუტანოთ ჩვენს ქვეყანასაც და თითოეული თანამშრომლის ოჯახსაც“, - ამბობს BMG-სთან ვანო ბიჩინაშვილი.

“გლობალ ავტოიმპორტის” სერვისზე მოთხოვნა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უკრაინაში უკვე წლებია, არსებობს, თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმებში ამ ქვეყნებში ფილიალების მინიმუმ გაორმაგება შედის.

“გლობალ ავტოიმპორტი” მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სადილერო-სადაზღვევო კომპანიებთან, „კოპარტთან“ და „იააისთან“ თანამშრომლობს. პანდემიის პერიოდში, დაზღვევის მომსახურების საფასური რიგი კომპანიებისთვის გაძვირდა, თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს ფასნამატი “გლობალ ავტოიმპორტზე” არ ასახულა. ამის მიუხედავად, ბიჩინაშვილი ამბობს, რომ ბოლო ნახევარ წელიწადში ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნა ერთი მესამედით მაინც შემცირდა.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს ღირსეულად გავუძლოთ და კრიზისი გადავიტანოთ. დღეს ყველა სექტორს უჭირს, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ კომპანიამ ოპერირება გააგრძელოს და ყველა დასახული გეგმა აასრულოს, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ არაერთი ფილიალი გავხსნათ“, - განაცხადა ვანო ბიჩინაშვილმა.

ცნობისთვის, „გლობალ ავტოიმპორტი“ სამი წელია, ბაზარზე ოპერირებს და ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს ახორციელებს. კომპანიისთვის სიახლეა ისიც, რომ ამერიკის გარდა, ავტომობილების იმპორტი უკვე კორეიდან და იაპონიიდანაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები