მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ICAO-ს კონფერენცია გაიმართება

57ff6c10b91b5
BM.GE
13.10.16 15:04
1357
17 ოქტომბერს საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული ბიუროს ექსპერტებს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ICAO-ს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე ICAO-ს სამივე ოფისის (პარიზი, კაირო, ბანგკოკი) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება ყველა წინადადება, რაც საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაციასთან, ასევე ევროპის და აზიის ახლო ნაწილის საჰაერო სივრცის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

საჰაერო მოძრაობის მომსახურების და მარშრუტების განვითარების რეგიონთაშორისი ჯგუფის შეხვედრას ICAO-ს პრეზიდენტი ბენარდ ალიუ, ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ოფისის რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა და 100-მდე ექსპერტი დაესწრებიან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები