თბილისში ისრაელი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც 100-მდე ებრაელი ინვესტორი ესწრება.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ bm.ge-თან ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობასა და პოტენციალზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის სექტორში ისრაელიდან ტურისტების და შესაბამისად, შემოსავლების წვლილი მნიშვნელოვანია.
ამასთან, იციკ მოშეს ინფორმაციით, ამჟამად ებრაული ინვესტიციით თბილისში ორი სასტუმრო შენდება; ასევე, დედაქალაქში ორ დღეში გაიხსნება კომპანია CTM-ის მიერ აშენებული კიდევ ერთი სასტუმრო და შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, სამი ახალი სასტუმროს მშენებლობაც დაიწყება.
მოშეს განცხადებით, ქართულ ეკონომიკაში ისრაელის წვლილი 1 მილიარდი დოლარია, საიდანაც ნახევარი პირად ინვესტიციებზე მოდის, ხოლო მეორე ნახევარი - ტურიზმიდან შემოსული თანხებია.

























