მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში იტალიური ინვესტიციით კერამიკული ჭურჭლის წარმოება დაიწყება

594f6f68c9a92
BM.GE
25.06.17 12:20
2316
თბილისში იტალიური ინვესტიციით კერამიკული ჭურჭლის წარმოება დაიწყება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ განუცხადა.
ელჩის ინფორმაციით, საუბარია შედარებით მცირე კომპანიაზე, რომელიც დასაწყისისთვის 60-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა, სამომავლოდ გაფართოება განიხილება.

"ეს კომპანია საქართველოს მეტწილად როგორც საექსპორტო პლატფორმას ისე გამოიყენებს, რადგან მათი შემოსავლების 60 პროცენტი ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციიდან არის მიღებული",- აცხადებს ანტონიო ბარტოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები