კაფე "ვერდეს" მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყების პრესსამსახური აცხადებს, გარდაცვლილი არავინაა. ხოლო დაშავებულია ერთი მოქალაქე.
ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.