2024 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ჩატარდება კავკასიის რეგიონში პირველი LegalTech Meetup - კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიული პრაქტიკის გარდაქმნას ტექნოლოგიების მეშვეობით.
კონფერენციის ფოკუსი ორი ძირითადი მიმართულების გარშემო იქნება: ტრადიციული იურიდიული პრაქტიკის გამოწვევები და რა არის Legal Tech და როგორ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება იურიდიული პრაქტიკის გარდაქმნისთვის.
LegalTech Meetup მისცემს შესაძლებლობას იურისტებს, გაიზიარონ წამყვანი იურიდიული კომპანიების, იურისტებისა და ინდუსტრიის ექსპერტების გამოცდილება და გახდნენ ცვლილებების ლიდერები რეგიონში.
LegalTech Meetup-ის ფარგლებში დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიები, შეხვედრები, პრეზენტაციები და ნეთვორქინგ სესიები.
კონფერენციაზე მოწვეულები იქნებიან სპიკერები, მათ შორის, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების იურისტები და იურიდიული საოპერაციო კომპანიების ხელმძღვანელები, Legal Tech ასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი იურიდიული კომპანიების პარტნიორები, იურისტები, ტექნოლოგიურ სტარტაპ კომპანიები. მათ შორის European Legal Tech Association, GPD Gemma Provaggi De André, Troutman Pepper, LPA, Bitfurry, Noxtton, Lawformer, Montpellier Sentinel Legal, Signify და სხვა.