თიბისი კაპიტალი კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2023 წელს გაუმჯობესებულმა ბიზნეს აქტივობამ და დაჩქარებულმა მიგრაციამ კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გააქტიურა, მათ შორის მოთხოვნა გაიზარდა სავაჭრო და საოფისე ფართებზე. ,,თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, თბილისის ქუჩის საცალო ვაჭრობაში იჯარის საშუალო ფასი 11.2%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტზე 19.3 დოლარს მიაღწია. ექსპერტების შეფასებით, მომდევნო წელს ამ მიმართულებით ქირის ფასები კიდევ 8%-ით გაიზრდება. თბილისის სავაჭრო ცენტრებში კი, იჯარის ფაქტობრივმა ფასებმა 9 თვეში 7.5%-იანი ზრდა აჩვენა.