თბილისში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის ცერემონია გაიმართა
BM.GE
21.10.22 08:59
• 280
გუშინ საღამოს, თბილისში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს, “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულთა შორის იყო თიბისი ბანკიც, რომელიც მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების მიმართულებით დაჯილდოვდა. დაჯილდოებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი ესწრებოდნენ. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება.