მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მცხოვრები ოჯახების 48%-ს თვეში 600 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს

5b1a0acbbf171
მეგი კავთუაშვილი
08.06.18 09:30
1353
თბილისში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით 48%-ს თვეში 600 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. აღნიშნული ოდენობით შემოსავალს მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა აჩვენებს. მონაცემები შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი. სხვა შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობა კი შემდეგი სქემის შესაბამისად ნაწილდება.


დაბალი შემოსავლების მიუხედავად, მაღალია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც მფლობელობაში აქვთ ავტომანქანა. საერთაშორისო მონაცემებთან შედარებისთვის, თბილისის მოტორიზეული მაჩვენებელი პარიზის, სარაევოს და ტალინის მონაცემებს უახლოვდება.

„ავტომობილის მფლობელოპა პირდაპირ კორელაციაშია შინამეურნეობის შემოსავალთან: შინამეურნეობებს რომლთა ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლება, საშუალოდ 0.2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმ დროს როდესაც ყოველთვიურად 2500 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს საშუალოდ 1.2 ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავთ. ამ ორი რადიკალური სხვაობიდან გამომდინარე, შინამეურნეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა თითქმის სწორხაზოვანია შინამეურნეობის შემოსავალთან“ - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები