მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მდებარე 560 სილამაზის სალონიდან, გასულ წელს 413 შევამოწმეთ - მერია

სალონი

თბილისში მდებარე 560 სილამაზის სალონიდან, გასულ წელს 413 შევამოწმეთ - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ წელს 67 სალონი შემოწმდა, მათ შორის გაფრთხილება არცერთი ობიექტისთვის არ მიუციათ.

გასულ წელს კი, უწყების ცნობით, იყო შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევები, თუმცა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.

„გასულ წელს, არცერთ სალონისთვის არ შეგვიჩერებია მუშაობა. სალონის შემოწმებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შენიშვნას ვაძლევთ და გარკვეული ხნის შემდეგ შევდივართ ისევ და ვამოწმებთ, თუ გათვალისწინებული აქვთ შენიშვნები, თუ არ ექნებათ გათვალისწინებული, მაშინ ოქმის შედგენა ხდება დაჯარიმებაზე და შემდეგ უკვე მუშაობის შეჩერებაზე“, - განაცხადეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

ცნობისთვის, აღნიშნულმა უწყებამ თბილისის სილამაზის სალონების მონიტორინგი 2017 წლიდან “C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები