35 წლის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა არაერთ გამოწვევას უკავშირდება. სწორედ ამ თემას დაეთმო თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გამართული მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „Infertility 35+“. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ორგანიზებულ მასშტაბურ შეხვედრაზე 300-ზე მეტმა ადგილობრივმა ექიმმა და 100-ზე მეტმა ლექტორმა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები განიხილა.






























