დედაქალაქი მედიაწიგნიერების ფესტივალს მასპინძლობს.ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტის შედეგების გაზიარებას. ღონისძიება სამი პანელისგან შედგებოდა და თითოეული სხვადასხვა, საინტერესო აქტივობას მოიცავდა.