მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა მეოთხედ, 2025 წლამდე გადავადდა

მეორადი საბურავი

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2025 წლამდე გადავადდა - ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. 25 იანვრის დადგენილების მიხედვით კი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. დღეს საკითხი წარადგინა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, ადგილზე ძალიან ბევრი ბიზნეს-ოპერატორი მუშაობს და მათ თხოვნით მიმართეს მერიას, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დრო კიდევ გაუხანგრძლივდეთ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მისი ამოქმედება 1 წლით გადაიწევს.

ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით დასახლებულ და რეკრეაციულ ზონებში ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების ნაწილებით, ჯართით, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, ასევე მეორეული საბურავებითა და სხვა დასახელების პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას 2019 წლიდან გეგმავს.

ასევე, 2019 წლიდან გეგმაშია ელიავას ბაზრობისთვის იაერსახის შეცვლაც, რომლის ტერიტორიის დაგეგმარებაზეც მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები