მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ 4-8 მაისს გაიმართება

63f2120d83187
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 15:25
1951
პანდემიის გამო შექმნილი სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, წელს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კვლავ ჩატარდება. 4-8 მაისს კვირეულზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერები თავიანთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია BM.GE-ს საქართველოში მოდის კვირეულის დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ მიაწოდა. 

მისი ცნობით, მოდის კვირეულს 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, თბილისში ბაიერები, წამყვანი შოურუმების მფლობელები, ტელევიზიები, ფოტოგრაფები ჩამოვლენ. გარდა ამისა, კვირეულს პრესტიჟული პრესის, მოდისა და ხელოვნების სფეროს ისეთი გავლენიანი წარმომადგენლებიც დაესწრებიან, როგორიცაა: ELLE magazine, Vogue, schonmagazine, Forbes USA, The Guardian, Financial Times, New York Times და ა.შ.

Mercedes-Benz Fashion Week-ის მიმდინარეობის პერიოდში გარდა ჩვენებებისა, დაგეგმილია წარმოდგენები, სხვადასხვა სახის მასტერკლასები, გამოფენები, პანელური დისკუსიები, რომელსაც მოდისა და ხელოვნების საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

პროექტის ფარგლებში, დიზაინისა და ხელოვნების საქველმოქმედო ფონდი, Benext Fashion Design Contest ახალგაზრდა დიზაინერებისთვის კონკურსს გამართავს, სადაც მონაწილეობის მიღებას როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამწყები ხელოვანები შეძლებენ. კონკურსში გამარჯვებულები კი, სწავლასა და სტაჟირების გავლას იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის მაღალი მოდის სახლებში შეძლებენ.

2023 წელს ამ ფორმატში ჩატარებულ მოდის კვირეულს მულტიფუნქციური ხელოვნების, კულტურის, დიზაინისა და მოდის სივრცე - Factory Tbilisi პირველად უმასპინძლებს. 

ცნობისთვის, თბილისი Mercedes Benz Fashion Week-ს 2012 წლიდან მასპინძლობს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული მოდის განვითარებასა და პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები