მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

5785ebcd92102
BM.GE
13.07.16 11:14
1212
70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად "კონსტრაქტ ვიჟენი" 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს.
 
"შპს „კონსტრაქტ ვიჟენს” სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები