თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება. აღნიშნული ეხება მიწის ნაკვეთების იმ მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება. მერიის ინიციატივით განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები. თბილისის მერის განცხადებით, თბილისში მწვავე პრობლემა იყო მიწების მიზანმიმართული მიტაცება, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ბევრი ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. კახა კალაძის თქმით, არსებულ პრობლემებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გადაჭრის. ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუ ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. პროცესის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აზომვას და მიწის დარეგისტრირებას უფასოდ ახორციელებს.