თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი იწყება. რეფორმა ეხება მათ, ვისაც მიწის ნაკვეთზე არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ. თავდაპირველად აღნიშნულ პროცესში ერთვება ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი და საღორისი, დეკემბრიდან - წყნეთი, მომავალი წლის თებერვალში - კოჯორი, აპრილში - ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ივლისში - ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. როდის დასრულდება დედაქალაქში ეს პროცესი, როგორ მიმდინარეობს მიწების სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ქვეყანაში და მიწების რა ნაწილია ამ დროისთვის რეგისტრირებული?