მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა

თბილისი მიწის რეგისტრაცია

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 3 თვით, 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა - ინფორმაცია bm.ge-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს. შესაბამისი ბრძანება ჯერ ატვირთული არ არის.

ბოლო ცნობებით, ვადა 1-ელ ივნისს იწურებოდა. უნდა აღნიშნოს, რომ ვადა ერთხელ 2024 წლის ბოლოდან ისედაც გახანგრძლივებული იყო.

პირვანდელი მონაცემით რეგისტრაცია 2023 წლის ივნისში დაიწყო და 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ერთობლივად ახორციელებენ.

bm.ge დაინტერესდა, მიწის რამდენი ნაკვეთია რეგისტრირებული ამ დრომდე. მკითხველს განახლებულ ინფორმაციას პასუხების მიღებისთანავე შევთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები