მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი 5-8 ლოკაციაზე განთავსდება

582c2b5518050
BM.GE
16.11.16 13:46
2982
თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგისთვის განკუთვნილი ლოკაციების რაოდენობა 12-დან 5-8-მდე შემცირდა. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, დაქირავებულ საკონსულტაციო კომპანიასთან მუშაბა ამ ეტაპზეც არ დასრულებულა, თუმცა პროექტის განხოციელება მისი თქმით მომავალ წელს დაიწყება და 1 წლის ვადაში დასრულდება. ლექვინაძის განცხადებითვე საპარკინგე ზონების მოწყობაზე კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება დიდია და აღნიშნულ პროექტს სავარაუდოდ საბიუჯეტო სახსრები არ დასჭირდება.

"პარკირების ზონების, რომელსაც დღეს სითი პარკი მართავს ეტაპობრივად მცირდება. 6 თვეში 3000-მდე ადგილას გვავქს გაუქმებული მსგავსი პაკირებები, სადაც საფეხმავლო ზონაა.

მეტია შესამცირებული, თუმცა ყველამ ვიცით რომ ეს პრობლემური საკითხია თბილისში. მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირებებს კი ცოტა მეტი დრო დასჭირდა", - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები