მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების მოსაწყობად, 10-მდე ლოკაციაზე კვლევა თვის ბოლოს დასრულდება

5879d55e52932
BM.GE
14.01.17 11:36
1622
დედაქალაქში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების სისტემების მოსაწყობას 10-მდე ლოკაციეაზე საბოლოო კვლევა თვის ბოლომდე მზად იქნება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ლოკაციები მოიცავს, როგორც თბილისის ცენტრს ასევე მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც წინასწარი შეფასებით და ანალიზით ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მსგავსი ტიპის პარკინგების მოწყობაზე.

"ინტერესი ბევრმა კომპანიამ გამოთქვა და მათი მხრიდან მზაობა არის, ტენდერის გამოცხადების შემდეგ ვფიქრობ, რომ მაღალი კონკურენცია იქნება სხვადასხვა ტიპის ლოტებზე. შესაძლოა ერთი ობიექტი ორივე ნაწილს - მიწისზედასაც და მიწისქვეშასაც მოიცავდეს. ყველაფერი ხარჯთაღრიცხვაზეა დამოკიდებული, არის ლოკაცია, რომელიც უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები