მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა 1 ოქტომბერს დასრულდება

5b8a40a744e9a
BM.GE
01.09.18 12:10
906
თბილისის მერიამ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა აგვისტოს შუა რიცხვებში გამოცხადდა, წინადადებების მიღების ვადა 1 ოქტომბერს იწურება. წინა ინტერესთა გამოხატვისგან განსხვავებით, პარკინგის ადგილი კომპანიას საკუთრებაში გადაეცემა და არა 25-წლიანი იჯარით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად.

საუბარია 3 ლოკაციაზე: გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თბილისში მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა ერთხელ უკვე გამოაცხადა, თუმცა, მასში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. საუბარია მთლიანობაში 700-ზე მეტი საპარკინგე ადგილის მოწყობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები