თბილისში მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სისტემები დაახლოებით 1 წელში გამოჩნდება. თბილისის მერიას ლოკაციების შესარჩევად კვლევა უკვე დასრულებული აქვს და შერჩეულია 10-მდე ადგილი. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, პროექტს მერია დაინტერესებულ ინვესტორებს წარუდგენს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი არქიტექტურულ კორექციას გადის.
"კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე აქტიურად დაინტერსებულ ბიზნეს მხარეებთან მოხდეს პროექტის გაცნობა. ვფიქრობთ რომ ახალი საპარკინგე ნაწილები თბილისში 1 წელიწადში გაჩნდება“, - განაცხადა ლექვინაძემ. მისივე განცხადებით, მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სისტემები განთავსდება, როგორც თბილისის ცენტრალუ ნაწილში ასევე გარეუბნებში, სადაც ამის საჭიროებაა.

























