მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მოპედების გატაცებისა და მაღაზიების ქსელების ძარცვისთვის 5 არასრულწლოვანი დააკავეს

ქურდობა მარკეტში

თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქციის ჯგუფურად გატაცებისა და მოქალაქეთა მოპედების მოპარვის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა 5 არასრულწლოვანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს აიყვანეს. უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების მიხედვით, არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით გაიტაცეს პროდუქცია სავაჭრო ობიექტებიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.

უწყება წერს, რომ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სავაჭრო ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაული დასტურდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე (ძარცვა) და 177-ე (ქურდობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები