მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

5cdaa84e47717
BM.GE
14.05.19 15:35
1337
თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან 45 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შუა ხნის მამაკაცი, კოსტავას 75 ნომერში სამშენებლო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგოროც BM.GE-ის შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთო-სამშენებლო ან და სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები