მომავალი წლიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს ახალი ინფრასტრუქტურა შეემატება. იანვრიდან ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი „თბილისის მშრალი პორტი“ დაიწყებს ოპერირებას. ახალი ტერმინალი ფოთისა და ბათუმის პორტების ერთგვარ გაგრძელებად მოიაზრება და შესაძლებელი იქნება, რომ პორტებში შესული კონტეინერები უკვე თბილისისკენ გადმომისამართდეს და დასაწყობდეს. როგორც Tbilisi Dry Port-ში განმარტავენ, გარდა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტვირთებისა, ლოგისტიკურ ცენტრი განკუთვნილი იქნება, შუა დერეფნისა და რეგიონის ქვეყნების ტვირთებისთვისაც. პარალელურად ამისა, ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ გაზრდილი ინტერესი ნარჩუნდება და არსებობს პოტენციალი, ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში კიდევ უფრო გაძლიერდეს. რა უნდა გაკეთდეს ამ პოტენციალის უკეთ ასათვისებლად და რა როლი ექნება ახალ ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს ამ პროცესში?
სტუმარი: ჯემალ ინაიშვილი - Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;