მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მტკვრის პირას, ევროპული ტიპის საცხოვრებელი უბანი შენდება - როგორია "პილარ პარკის" კონცეფცია?

სს

თბილისში, მტკვრის პირას, სრულიად დამოუკიდებელი, ევროპული ტიპის საცხოვრებელი უბანი შენდება. პრემიუმ კლასის კომპლექსი „პილარ პარკი“, რომელიც ქალაქის შიგნით დახურულ ეკოსისტემასა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას ქმნის, განვითარების ახალ ფაზაში შედის.

როგორც "პილარ პარკის" გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან ელიზბარაშვილი BMG-ის გადაცემაში, „საქმიანი დილა“ აცხადებს, დეველოპერული პროექტის "პილარ პარკის" კონცეფცია სრულიად უნიკალურია, რაც შეიძლება საინტერესო და ხელშესახები იყოს ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის.

მისი თქმით, ამჟამად A და C ბლოკის 90%-ზე მეტი რეალიზებულია და გასაყიდად უკვე B ბლოკია გამოტანილი.

„ეკოლოგია, სამშენებლო მასალები, პროდუქტის კონფორტულობა, ხარისხი, რეკრეაციული სივრცე თავისი სპორტული კომპლექსით - ამ კომპონენტების ერთობლიობა კონცეფციას ქმნის, რითაც პროექტი გამორჩეულია. ამასთან, გვაქვს 10/90 პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიის 10% ეთმობა მხოლოდ საცხოვრებელ 5-სართულიან სახლებს და დანარჩენი - რეკრეაციულ ზონას, ბულვარს და სპორტულ კომპლექსს. თბილისში წარმოდგენილი ვართ კილომეტრი და 200 მეტრი სიგრძის სარბენი და საფეხმავლო ბილიკით, ამ ზომით და მოცულობით კუს ტბას ვუტოლდებით.

ჩვენი მყიდველები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან პროექტებს ადარებენ. ადამიანები, რომლებსაც თბილისში უკვე აქვთ თავიანთი საცხოვრებელი და არა ძველი, არამედ ახალი და აპირებენ გადმოსვლას ჩვენთან, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოიწესრიგონ გარემო და საცხოვრებელი.

2026 წლის დეკემბერში ვამთავრებთ A ბლოკს, ხოლო 2027 წლის დეკემბერში ვამთავრებთ, როგორც პარკს ასევე მშენებლობის პირველ ეტაპს, - სამ ბლოკს. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ორ ვიზიტში ოჯახი ამთავრებს ჩვენთან გარიგებას, რადგან ეს პროექტი ოჯახებისთვის იქმნება.

A da C ბლოკის 90%-ზე მეტი რეალიზებულია, რისთვისაც ბევრი ვიშრომეთ. ახლა გამოტანილია B ბლოკი. რაც შეეხება გადახდის პირობებს, ისეთია როგორზეც ტრადიციული მყიდველი მიჩვეულია თბილისის ბაზარზე - გვაქვს 10%-იანი შენატანი, ნულოვანი, გვაქვს 18-თვიანი განვადება - თიბისი ბანკია ჩვენი დამფინანსებელი. "პილარ პარკში“ აბსოლუტურად ყველაფერია, რაც შეიძლება საცხოვრებელ პროექტში არსებობდეს", - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები