მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია იწყება

5abe2e614ec1f
მეგი კავთუაშვილი
30.03.18 16:31
1698
თბილისის მერია დედაქალაქში მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციას იწყებს. მწვანე საფარის აღწერა 1983 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, შესაბამისად ზუსტად რამდენი კვ.მ გამწვანებული ფართი მოდის 1 სულ მოსახლეზე, უცნობია.

"წელს, გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით ვიწყებთ სატყეო ფართობების ინვენტარიზაციას, რათა შედგეს მართვის გეგმა, თუ როგორ უნდა განახლდეს თბილისში და მის გარსემო არსებული სატყეო ფართობები. ამის პარალელულად, ჩვენ ჩვენი რესურსით ვიწყებთ ურბანულ სივრცეებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების ინვენტნარიზაციას, რომელსაც მოჰყვება შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებული შესაბამისი თანხები, რათა მოხდეს სრული ინვენტარიზაცია, როგორც ტოპოგადაღებით, ისე ადგილზე საველე სამუშაოებით", - განაცხადა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა BM.GE-სთან საუბარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები