მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე $80 მილიონი დაიხარჯება

573d6f11314e4
ელენე გოგბერაშვილი
19.05.16 11:42
2334
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე 80 მილიონი დოლარი დაიხარჯება.  თბილისის მერიამ კომპანია "კა დე ვე ჯორჯიასთან" თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე თვეში გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით ითანამშრომლებენ.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის სოფელ ნორიოში მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია განიხილება. მათი თქმით, "კა დე ვე ჯორჯიამ" გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაახლოებით 9 თვეში უნდა წარმოადგინოს. ეს დრო დასჭირდება ასევე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემას. როგორც "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ქარხნის მშენებლობისთვის ერთწლიანი პერიოდია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები