თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი 26 მილიონი ევროს გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფენ. თანხა რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება და მათ შორის დედაქალაქში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობისთვის. პროექტს მუნიციპალიტეტი “თბილსერვის ჯგუფის” მეშვეობით განახორციელებს.
რა გამოწვევების წინაშე დგას დედაქალაქი ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კუთხით და რა ინვესტიციაა საჭირო პრობლემის სრულად მოსაგვარებლად?
სტუმარი: დავით ფაჩულია - „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი;